აღმოჩნდა, რომ გიორგი გახარიასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება ფიქციურია – „გახარია საქართველოსთვის“

,,გახარია საქართველოსთვის” განცხადებას ავრცელებს:
,,გიორგი გახარიას დაზარალებულად ცნობა მოვითხოვეთ ერთადერთი მიზნით: გვენახა საქმის მასალები და გავცნობოდით უმთავრეს მტკიცებულებას – ვიდეო ჩანაწერებს. დღეს გიორგი გახარიას წარმომადგენელი ბათუმში ჩავიდა საქმის გასაცნობად. აღმოჩნდა, რომ დაზარალებულის სტატუსის მინიჭება ფიქციურია. ვიდეო მტკიცებულების გაცნობის შესაძლებლობა პროკურატურამ არ მოგვცა ჩანაწერების ექსპერტიზაზე გაგზავნის ყალბი საბაბით მაშინ, როცა ასლები აქვთ. არ გადმოგვეცა უმნიშვნელოვანესი მოწმის – ზვიად ქორიძის გამოკითხვის ოქმი. ამასთან, გაირკვა, რომ თავდასხმიდან თითქმის 2 კვირის თავზე ფორმალურად გამოკითხულია მხოლოდ ერთი არაფრისმომცემი მოწმე.
ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თავდასხმა ივანიშვილის დაკვეთითაა ორგანიზებული და პროკურატურა ასრულებს ივანიშვილის დავალებას მტკიცებულებების განადგურებაზე და სიმართლის გაყალბებაზე.
უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებების გადმოცემაზე უარი კიდევ ერთხელ მიუთითებს რეჟიმის მოტივაციაზე გამორიცხოს ივანიშვილის როლი და მიჩქმალოს შეკვეთილი და ჩასაფრებით მოწყობილი თავდასხმის წინასწარ ორგანიზებული და ჯგუფური ხასიათი, – წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“ფოტო გადაღებულია დილის 6 საათზე, მეტროს ვაგონში, 40 მჯდომიარე ადამიანიდან ორმოცივე ქალბატონია, ასაკი 60 დან ზევით… არ ვიცი ამ დროს კაცები რას ვშვებით, მაგრამ ამ ფოტოზე მე მხოლოდ გაყინულ ნაოჭებს ვხედავ, ქუჩაში გამოსულს, ლუკმა პურისთვის…”

დიმიტრი მედვედევი უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებზე – თუ საბრძოლო მოქმედებები დასრულდება, საუკეთესო შემთხვევაში, შეძლებენ გაქცევას რომელიმე ქვეყანაში, უარეს შემთხვევაში კი, მათივე ხალხი სადმე მაიდანზე ჩამოახრჩობს