აღმოაჩინეს უჩვეულო პლანეტა, რომელიც დედამიწისგან 35 სინათლის წლით არის დაშორებული

ფოტო: Mark A. Garlick/markgarlick.com
შესაძლოა, კემბრიჯის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მკვლევრებმა პლანეტის ახალი ტიპი აღმოაჩინეს. ეს პლანეტა L 98-59 d-ის სახელითაა ცნობილი.
ახალი პლანეტა იმ სისტემაშია, რომელშიც ოთხი სხვა პლანეტაცაა, მათ შორის, სუპერვენერა და სიცოცხლის წარმოშობისთვის აუცილებელი წინაპირობების მქონე სუპერდედამიწაც. ზომიდან გამომდინარე თავად L 98-59 d სუპერდედამიწად ან ქვენეპტუნადაა კლასიფიცირებული. პლანეტის სიმკვრივე უჩვეულო გამოდგა: L 98-59 d გაცილებით ნაკლებად მკვრივი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით.
პლანეტა დაახლოებით 5 მილიარდი წლისაა. იგი დედამიწიდან 35 სინათლის წლის დაშორებით მდებარეობს და ჩვენს პლანეტაზე 1,6-ჯერ უფრო დიდი რადიუსი აქვს, თუმცა მისი სიმკვრივე დედამიწის სიმკვრივის მხოლოდ 2/3-ს თუ შეადგენს.
ამ სხვაობის ერთ-ერთი შესაძლო ახსნა ისაა, რომ იგი მინინეპტუნი იყო: დიდი ატმოსფეროსა და პატარა კლდოვანი სტრუქტურისგან შედგებოდა. ისიც შესაძლებელია, რომ იგი ოკეანური პლანეტა იყო: დიდი ატმოსფერო და დიდი წნევის ქვეშ მყოფი წყლისა და ყინულის სხვადასხვა დონე ჰქონდა. მეორე მხრივ, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის (JWST) ბოლო წლების განმავლობაში შეგროვებული დაკვირვებები სულ სხვა რამეზე მეტყველებს.
აღმოჩნდა, რომ პლანეტის ატმოსფეროში გოგირდწყალბადი ჭარბობს. ახალი კვლევის ავტორებმა ეს დაკვირვებები კომპიუტერულ სიმულაციებს შეუსაბამეს და ალტერნატიულ ახსნას მიაკვლიეს: ეს შეიძლება სრულიად ახალი ტიპის პლანეტა იყოს.
გუნდის აზრით L 98-59 d-ს დიდი ატმოსფერო და გამდნარი მანტია აქვს, რომლის სიღრმეშიც ათასობით კილომეტრზე გადაჭიმულ მაგმის ოკეანეს შევხვდებით. ასტრონომებმა უკვე რამდენიმე მსგავსი პლანეტა აღმოაჩინეს, თუმცა ისინი ლავის ოკეანით ვარსკვლავებიდან წამოსული გამოსხივების გამოა დაფარული, L 98-59 d კი — სქელი ატმოსფეროს გამო.
კვლევის ავტორები იმედოვნებენ, რომ სამომავლოდ უფრო მეტ მსგავს პლანეტას აღმოაჩენენ. ამაში შეიძლება ისეთი კოსმოსური მისიები დაგვეხმაროს, როგორებიცაა წლის ბოლოს დაგეგმილი PLATO და მიმდინარე მისია ARIEL. PLATO მილიონ ვარსკვლავს დააკვირდება, რათა კლდოვანი პლანეტები იპოვოს. რაც შეეხება ARIEL-ს, იგი 1000 ეგზოპლანეტის ატმოსფეროს უპრეცედენტოდ დეტალურად შეისწავლის.
ნაშრომი გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
როგორ გაიყინა დედამიწა 700 მილიონი წლის წინ — კვლევა3816 ნახვა
ტესტი: რამდენად არჩევ მითებსა და რეალობას ქალის ორგანიზმის შესახებ?2854 ნახვა
ტესტი: რამდენად კარგად იცნობ სამხედრო ტექნოლოგიების ისტორიას1393 ნახვა
“რთულ” ადამიანებთან ურთიერთობა შეიძლება უფრო სწრაფად გვაბერებდეს — კვლევა809 ნახვა
შესაძლოა, მზე ადრე სულ სხვაგან მდებარეობდა — რა კავშირშია ეს დედამიწურ სიცოცხლესთან580 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
ფლორა და ფაუნა
როგორია იყო ღამურა? — ფილოსოფიური შეკითხვა მეცნიერებმა სისტემად აქციეს
როგორია იყო ღამურა? — ფილოსოფიური შეკითხვა მეცნიერებმა სისტემად აქციეს
გადახედვა

ხელოვნური ინტელექტისთვის კომუნალურს გადავიხდით? — ალტმანმა წყალსა და ელექტროენერგიას შეადარა
ხელოვნური ინტელექტისთვის კომუნალურს გადავიხდით? — ალტმანმა წყალსა და ელექტროენერგიას შეადარა
გადახედვა
კოსმოსი
შესაძლოა, მეცნიერებმა მთვარის ძლიერი მაგნეტიზმის საიდუმლო ამოხსნეს
შესაძლოა, მეცნიერებმა მთვარის ძლიერი მაგნეტიზმის საიდუმლო ამოხსნეს
ტექნოლოგიები
შემდეგი პოდკასტი: როგორ ცვლის ტექნოლოგიები სამხედრო კონფლიქტებს
შემდეგი პოდკასტი: როგორ ცვლის ტექნოლოგიები სამხედრო კონფლიქტებს
გადახედვა

რა წვლილი მიუძღვის AI-ს ირანის დაწყებითი სკოლის დაბომბვაში? — გამოძიება დაწყებულია
რა წვლილი მიუძღვის AI-ს ირანის დაწყებითი სკოლის დაბომბვაში? — გამოძიება დაწყებულია
გადახედვა
ჭკვიანი მოწყობილობები
“გული გამიხეთქე!” — ქალის შეშინების გამო რობოტი პოლიციამ ადგილიდან გააძევა
“გული გამიხეთქე!” — ქალის შეშინების გამო რობოტი პოლიციამ ადგილიდან გააძევა
გადახედვა

ფეკალურმა გადანერგვამ თაგვებში ნაყოფიერება გაზარდა — კვლევის უჩვეულო შედეგები
ფეკალურმა გადანერგვამ თაგვებში ნაყოფიერება გაზარდა — კვლევის უჩვეულო შედეგები
გადახედვა
ფლორა და ფაუნა
მეცნიერებმა ამოხსნეს, როგორ ეშვებიან კატები ოთხ თათზე
მეცნიერებმა ამოხსნეს, როგორ ეშვებიან კატები ოთხ თათზე
გადახედვა
კოსმოსი
NASA-ს ხელოვნური თანამგზავრი დედამიწაზე ჩამოვარდა
NASA-ს ხელოვნური თანამგზავრი დედამიწაზე ჩამოვარდა
გადახედვა
დედამიწა
გოლფსტრიმი ჩრდილოეთისკენ მიიწევს — შეიძლება ეს ბუნების ნაადრევი გაფრთხილება იყოს
გოლფსტრიმი ჩრდილოეთისკენ მიიწევს — შეიძლება ეს ბუნების ნაადრევი გაფრთხილება იყოს