საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებს, ასევე ბიზნესის მართვით დაინტერესებულ ადამიანებს, შესაძლებლობას აძლევს, მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსებით გაიღრმაონ ცოდნა და საკუთარი საქმიანობა გააძლიერონ. ამ მიზნით, ბანკმა რამდენიმე წლის წინ შექმნა პლატფორმა businesscourse.ge, რომელზეც მრავალფეროვანი ონლაინ კურსებია ხელმისაწვდომი.
