აღიძრა შუამდგომლობა „კროკუს სიტი ჰოლის“ ტერაქტის გამო დაკავებული კიდევ ერთი პირის დასაპატიმრებლად

ს საგამოძიებო კომიტეტმა ორშაბათს შუამდგომლობა აღძრა „კროკუს სიტი ჰოლის“ ტერაქტთან დაკავშირებით დაკავებული კიდევ ერთი პირის დასაპატიმრებლად. როგორც უწყება იტყობინება, საქმე ეხება ეჭვმიტანილ იაკუბჯონი იუსუფზოდს. გამოძიების ვერსიით, ის საკუთარი საბანკო ანგარიშიდან ცხოვრებისთვის საჭირო ფულს ურიცხავდა თავდასხმის ერთ-ერთ სავარაუდო მონაწილეს. ამასთან, ის ტერაქტის შემდეგაც განაგრძობდა გადარიცხვებს.
სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება, რომ იუსუფზოდი 25 მარტს დააკავეს საბუთების შემოწმებისას და მას 12 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობისთვის. ახლა მას ტერორისტული აქტის მუხლით წაუყენეს ბრალდება.
იუსუფზოდი მეათეა „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმაში ეჭვმიტანილთაგან. მანამდე დააპატიმრეს ტაჯიკეთის ოთხი მოქალაქე, რომლებსაც გამოძიება ტერაქტის უშუალო შემსრულებლებად მიიჩნევს. დააკავეს ასევე ხუთი ადამიანი, რომლებიც, სამართალდამცავი ორგანოების თანახმად, თავდამსხმელთა თანამოაზრეები იყვნენ – მათ მიაქირავეს საცხოვრებელი ადგილი, მიჰყიდეს ავტომობილი, რომლითაც მივიდნენ ეჭვმიტანილები საკონცერტო დარბაზთან, ანდა ფულს ურიცხავდნენ მათ.
22 მარტს, საღამოს, მოსკოვის გარეუბანში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლში“ ჯგუფ „პიკნიკის” კონცერტზე მისულ ხალხს ცეცხლი გაუხსნეს ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, დაკავებულია 12 პირი, მათ შორის ტერაქტის 4 უშუალო მონაწილე, რომლებიც ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა განშტოებამ („ხორასანი”). რუსეთის ხელისუფლება მაინც ცდილობს, თავდასხმა ს დაუკავშიროს, რასაც კატეგორიულად უარყოფენ და დასავლეთის არაერთი სახელმწიფო. -ის ინფორმაციით, მან რუსეთი მარტის დასაწყისში გააფრთხილა, რომ ექსტრემისტები თავდასხმებს ამზადებენ. მსგავსი ინფორმაცია გაავრცელა თეირანმაც. Reuters-ის თანახმად, ირანმა რუსეთი გააფრთხილა რუსეთში მსხვილი „ტერორისტული ოპერაციის“ მოწყობის შესაძლებლობაზე მანამდე, სანამ მოსკოვის მახლობლად საკონცერტო დარბაზზე თავდასხმა მოხდებოდა.