აღიარებს თუ არა “ლელო” ჩინეთის ერთიანობის პრინციპს – დავით უსუფაშვილი არაღიარებული ტაივანიდან დაფინანსებულ საგრანტო პროექტებშია ჩართული

აღიარებს თუ არა პარტია “ლელო” ჩინეთის ერთიანობის პრინციპს – ეს ის კითხვაა, რომელზეც მმართველი გუნდი ოპოზიციური პარტიისგან პასუხს რამდენიმე დღეა ითხოვს. მიზეზი არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეაა”, რომელსაც ხელმძღვანელობს და ტაივანის მთავრობასთან დაახლოებული დონორისგან ფინანსდება. “სამოქალაქო იდეის” პროექტებში ჩართულია “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი და თინა ხიდაშელის მეუღლე დავით უსუფაშვილიც.
მმართველი გუნდის კითხვებზე პასუხი დღეს “ლელოდან”, დავით უსუფაშვილის ნაცვლად, გრიგოლ გეგელიას მოუწია. პარტიის საგარეო მდივანი ერთი ჩინეთის პრინციპს მხარდაჭერას უცხადებს, თუმცა ვერ ხსნის, რატომ აღმოჩნდა მისი თანაგუნდელი არაღიარებული ტაივანიდან დაფინანსებულ საგრანტო პროექტებში, სადაც ორგანიზაცია “ტაივანის ფონდი დემოკრატიისთვისა” და “დაბლ სინქ ლაბის” მიზნებში ღიად წერია, რომ ისინი ჩინეთის მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ იბრძვიან.
თინა ხიდაშელის არასამთავრობოს პროექტებში მონაწილეობდა დეპუტატი თეონა აქუბარდიაც, თუმცა მან დღეს “კურიერთან” განმარტა, რომ “სამოქალაქო იდეის” პლატფორმაზე მის მიერ გამოქვეყნებული კვლევა ნიდერლანდების სამეფოდან დაფინანსდა და მას ტაივანთან შეხება არ ჰქონია.
ანტიჩინური ორგანიზაციებიდან დაფინანსების მიღებას მიუღებლად მიიჩნევენ სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც. პოლიტიკოსები ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ, ნაწილი კი ღიად ამბობს, რომ ტაივანთან რაიმე სახის კავშირს თავად არასდროს დაამყარებდა.
გაცილებით კრიტიკული იყო დღეს საპარლამენტო უმრავლესობა. მათ “ლელო” ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში ღიად დაადანაშაულეს. თქვეს ისიც, რომ ტაივანთან ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობა არაღიარების პოლიტიკას აზიანებს. კანონმდებლების აზრით, ხიდაშელი-უსუფაშვილი “ლელოს” მიერ არიან წახალისებული, მიზანი კი ჩინეთთან, როგორც მჭიდრო პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კავშირების შეფერხებაა.
“სამოქალაქო იდეა” რომ ტაივანში არსებული ორგანიზაციებისგან ფინანსდება, ამას არც თავად თინა ხიდაშელი უარყოფს. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ამ თემაზე ვრცელი განმარტება სოციალურ ქსელში უკვე გააკეთა, მას შემდეგ კი მედიასთან აღარ გამოჩენილა.

ასევე დაგაინტერესებთ

2012 წლის 17 მაისს ბექა ბასილაია მეუბნება, რომ ერთ საათში არის აუქციონი, წადი და მიიღე მონაწილეობაო. აუქციონი ისე ჩატარდა, არავის მიუღია მონაწილეობა. ამ ქონებაზე თითქოს მე ვთქვი, რომ 100 ათასი ლარი ძალიან იაფია და 700 ათას ლარზე ავიდეთ მეთქი- ოქმში ასახულია, რომ შენობა გაიყიდა 700 ათას ლარად

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ვალერი შოშიაშვილი: ცხოვრებაში ყველაზე რთული 12 საათი პროკურატურის შენობაში გავატარე, ბექა ბასილაია და ზაზა მალუძე, რომელიც იმ დროს იყო პროკურორი, საუბრობდნენ, დასჯის რომელი მეთოდი აჯობებდა – დაეწყოთ ჩემი ოჯახის წევრების დაჭერა თუ წავსულიყავი გლდანში და მაგ დროს კომპიუტერში რთავდა იმ კადრებს, რაც გლდანის ციხეში ხდებოდა