აღდგომის დღეს დაკავებული ორივე დემონსტრანტი ადმინისტრაციული წესით დააკავეს და ჯერ არ გამოუშვიათ

აღდგომის დღეს, გვიან ღამით რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, პოლიციამ დემონსტრანტები, მიხეილ სამხარაძე და გიორგი ორთოიძე დააკავა.
21 აპრილს, დილას რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში განუცხადეს, რომ ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.
ჯერ არ გარკვეულა, როდის დაინიშნება სასამართლო.
თუკი სასამართლო არ დაინიშნა დაკავებიდან 48 საათის განმავლობაში, მათ გამოუშვებენ სასამართლო სხდომის დანიშვნამდე.
მოსამართლეს კვლავ შეეძლება ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება.
პატიმრობის ვადა კი დამოკიდებულია ადმინისტრაციული საქმისწარმოების მუხლზე.
-ში ჯერჯერობით არ დაუზუსტებიათ, რა მუხლ(ებ)ის დარღვევას ედავებიან დაკავებულებს.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ფეისბუკზე დაკავების ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ახალგაზრდები ე.წ. სამართალდამცველებმა მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ მათ აღდგომას ულოცავდნენ.
„აღდგომას ასე გვილოცავს რუსული მილიცია – ტროტუარზე გადმოსულ ხალხს არბევს. ორი ახალგაზრდა დააკავეს, არადა 5-10 წუთში ისედაც დაშლას ვაპირებდით. პ.ს. ერთ-ერთი დაკავებული იმიტომ წაათრიეს, რომ ნიღბიანებს ქრისტე აღსდგა ბიჭებოო ეძახდა“, – დაწერა ფეისბუკზე მოქალაქე თამარ კანკავამ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მათიკაშვილი – დღეს უკვე ვადაგასული, აბსოლუტურად ამორტიზებული პოლიტიკოსი რა პლატფორმებს შექმნის, გაერთიანდება თუ არა საკუთარ პოლიტიკურ იდენტობასთან ახლოს მყოფ „ნაცმოძრაობასთან“, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს

კახა გოგოლაშვილი – რამდენ ადამიანს ჩამოართვა ტრამპმა ხელი ვატიკანში?! მაშინ გვითხრან, ყაველაშვილისთვის ხელის ჩამორთმევას რა „გარღვევა“ მოჰყვა, დავითაშვილის აშშ-ში შეხვედრა კი ტექნიკური იყო ანუ ერთმა მხარემ გააცნო მეორეს, რა შეხედულებები აქვს