“აღდგომისა და ბრწყინვალე შვიდეულის ვნების კვირაში ამდენი მუქარა, სიძულვილი, ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალური პირებისგან, ესეც სარწმუნოება” – სალომე ზურაბიშვილი

“აღდგომისა და ბრწყინვალე შვიდეულის ვნების კვირაში ამდენი მუქარა, სიძულვილი, ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალური პირებისგან, ესეც სარწმუნოება” –
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს სადაც მმართველ პარტიას აკრიტიკებს.

“ახალგაზრდებსა და ბერბიჭაშვილის შორის რამე ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა. როდესაც ეს სიტყვები პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის, ეს მას უკვე სხვა განზომილებაში გადასულ ადამიანად წარმოაჩენს და ადასტურებს მისი მთავრობის გაუცხოებას საკუთარ ხალხისგან. მმართველობა ჯერ საკუთარი ხალხის სიყვარულით იწყება, “მამულის” სიყვარული სხვა არაფერია. აღდგომისა და ბრწყინვალე შვიდეულის ვნების კვირაში ამდენი მუქარა, სიძულვილი, ცემა/ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალურ პირებისგან ( გამონაკლისის გარეშე). ესეც სარწმუნოება. რაც ეხება ენას, თქვენი სიძულვილის ენა ქართული არასოდეს ყოფილა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

დღეს სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ ღია წერილი გამოაქვეყნა.

ასევე დაგაინტერესებთ

მაქვს არცთუ უსაფუძვლო ვარაუდი, რომ დამოუკიდებლობის დღის ჩაშლის და სამართალდამცავების პროვოცირების მიზნით, ყველასთვის ცნობილი რადიკალური დაჯგუფებების მიერ განხორციელდეს პროვოკაციები