“აღდგომას შევხვდეთ ქაშვეთთან” – ახალგაზრდები სანთლებით და ლოცვით

“აღდგომას შევხვდეთ ქაშვეთთან” – აქციის მონაწილეები ხვალინდელ შეკრებას აანონსებენ. ამბობენ, რომ 4 მაისს ეკლესიის ეზოში 23:00 საათიდან შეიკრიბებიან და აღდგომას სწორედ რუსთაველის გამზირზე შეხვდებიან.
აქციის მონაწილე ახალგაზრდები, ანთებული სანთლებით ხელში, ამ წუთებშიც ქაშვეთის ეკლესიასა და ეზოში იმყოფებიან და ლოცულობენ.