აქციის 2 მონაწილე თვალის და სასუნქთი გზებს დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს

რუსთაველზე მიმდინარე აქციის ორი მონაწილე კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც „ნეტგაზეთს“ „ნიუ ჰოსპიტალში“ განუცხადეს, დღეს აქციიდან შესულია ორი პაციენტი: ერთს აღენიშნება თვალის დაზიანება და უტარდება შესაბამისი კვლევები. შედარებით მსუბუქია მეორე პაციენტის მდგომარეობა, რომელიც კლინიკაში სასუნთქი გზების დაზიანებით შეიყვანეს.
გარდა ამისა, სახის ძვლების მოტეხილობა აქვთ გუშინდელი აქციის ორ მონაწილეს, რომელთაგან ერთს ოპერაცია ჩაუტარდა. ორივე პაციენტი კლინიკაში რჩება.
პარლამენტის შენობასთან, სადაც რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, პოლიციამ გამოიყენა წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი. აქციის მონაწილეები ნაწილი ამბობს, რომ რეზინის ტყვიებიც მოხვდათ. მათ შორისაა, „გირჩი — მეტი თავისუფლების“ წევრი . საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ წიწაკის სპრეის, ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების და წყლის ჭავლის გამოყენება 22:00 საათზე დაიწყო. რეზინის ტყვიების გამოყენებას უარყოფს.

ასევე დაგაინტერესებთ

““მეამა”-ს შეცვლილი პოზიცია და ტყუილი, თითქოს, დასანქცირებულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვაზე ვეკითხებოდით, არის ნათელი დადასტურება, როგორ ახდენს ზეწოლას „ოცნება“ ბიზნესზე!” (აუდიოჩანაწერი)

ვახტანგ ძაბირაძე: თუ ირანში პროცესები დროში გაიწელა, საქართველოს პრობლემა იქნება ლტოლვილთა დიდი ნაკადი – სხვა პრობლემაა, რა იქნება ომის დასრულების შემდეგ – საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ დგას დემოკრატიული სამყარო