აქციის ჩასატარებლად მუნიციპალიტეტის წინასწარ გაფრთხილების ვალდებულება გაუქმდა

უფრო კონკრეტულად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, “შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი – მანიფესტაციის ჩატარებამდე 5 დღით ადრე მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გაფრთხილების ვალდებულება – არ შეესაბამება კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ელ პუნქტს.
ამ პუნქტის მიხედვით, თავდაცვის ძალების ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანოების შემადგენლობაში მყოფი პირების გარდა, ყველას აქვს უიარაღოდ შეკრების უფლება, წინასწარი ნებართვის გარეშე.
გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის სპონტანურობის გათვალისწინებით, შეუძლებელია მუნიციპალიტეტის მინიმუმ 5 დღით ადრე გაფრთხილება. საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, საქართველოს ისტორიული გამოცდილება ცხადყოფს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციების უფლება, ქართული საზოგადოებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძეს უზომოდ და ერთგულად უყვარს სამშობლო, საიმედო მეგობარია, რომელიც სანატრელია გასაჭირშიც და ბრძოლაშიც – დარწმუნებული ვარ, შეძლებს “ქართული ოცნების” ყველა ჯარისკაცის ოცნების ახდენას, რომელიც 2012 წლიდან გვაქვს!

ტრამპის მიერ, საარჩევნო კამპანიის დროს გაჟღერებული დაპირებები პოზიტიურ მოლოდინებს აჩენდა არა მარტო ამერიკის შიგნით, არამედ მთელ მსოფლიოში და მათ შორის ქართველ ხალხში – სამწუხაროდ, მყვირალა განცხადებების მიღმა არანაირი კონკრეტული შედეგი არ დამდგარა

გაშიფრული აგენტი, რომელსაც არა ოფიციალურ უწყებებში ჰყავს პატრონი, არამედ მის მიღმა, არის უფრო კედელზე მიმწყვდეული სხვადასხვა სულიერივით, ვიდრე სხვა, ნებისმიერი მისი პროფესიის ადამიანი