აქციის ორგანიზატორებმა დემონსტრანტებს ჭიჭინაძის ქუჩის გამაგრებისკენ მოუწოდეს

აქციის ორგანიზატორებმა დემონსტრანტებს ჭიჭინაძის ქუჩის გამაგრებისკენ მოუწოდეს.
ამ წუთებში მომიტინგეები ჭიჭინაძის ქუჩისკენ მიემართებიან.
“ჭიჭინაძის ქუჩა უნდა გავამაგროთ. ჩვენს თანამებრძოლებს ფიზიკურად უსწორდებიან”, – განაცხადეს აქციის მონაწილეების მისამართით.
მანამდე ჭიჭინაძის ქუჩაზე, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების რამდენიმე შემთხვევა იყო.
საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია „გაუთენე საქართველოს“ 12 მაისის 22:00 საათიდან მიმდინარეობს.