აქციის ორგაზატორები მოქმედების აქტიურ ფაზაზე გადადიან, დაფინანსებული აქტივისტების აგრესიული ბრბო გეგმავს ქალაქის პარალიზებას – თბილისი 24

სააგენტო „თბილისი 24“-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ე.წ. რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქიის ორგაზატორები მოქმედების აქტიურ ფაზაზე გადადიან.
აქციის ორგაზნიზატორების მიერ მიღებულია გადაწყვეტილება მ/წლის 11 მაისის აქციის ხელმძღვანელობა, უშალოდ ნაც. პროკურორ გვარამიას პარტია „ახალის“ ლიდერებს გადააბარონ, კონკრეტულად სახელდება ვინმე „უჩა“.
მიუხედავად „ ქართული ოცნების“ ხელისუფლების საპასუხო ნებისმიერი გადაწყვეტილების, „ კანონის გაწვევა- არ გაწვევის” შესახებ, აქციის უმთავრესი მოთხოვნა ხელისუფლების გადადგომა და ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება იქნება .
აქციაზე გაჟღერდება პირდაპირი მოწოდებები სახელმწიფო გადატრიალების და რევოლუციის მოწყობისკენ.
დაფინანსებული აქტივისტების აგრესიული ბრბო გეგმავს ქალაქის პარალიზებას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ღია მოწოდებებს ხელისუფლების დამხობისაკენ. მიღებული აქვთ გადაწყვეტილება მოახდინონ საზოგადოებრივი კვების, გასართობი, სავაჭრო ცენტრების საქმიანობის რეკეტირება, საკვანძო ავტო- საგზაო მაგისტრალების პარალიზება.
ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რისი დაუოკებელი სურვილიც მათ, 2012 წლის შემდგომ დადგემილი ნებისმიერი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროს ჰქონდათ და აქვთ, ეს ზვარაკად შეწირული მოქალაქე იქნება, რომლის სიკვდილიც ძალოვან სტრუქტურებს უნდა დაბრალდეს.
სავარაუდოდ, სისხლიანი პროვოკაციის მოწყობა უკრაინის საბრძოლო მოქმედებებიდან სპეციალურად თბილისში მოვლინებულ სამხედრო გამოცდილების მქონე ადამიანების დაეკისრება.
წყაროს ცნობით, “ახლების” პარტიის ლიდერს ნიკოლოზ გვარამიას და საქართველოს პრეზიდენტს , სალომე ზურაბიშვილს შორის მიღწეულია გარკვეული შეთანხმება . კონკრეტულად , აქციის კულმინაციის დროს, პრეზიდენტი დაითხოვს საქართველოს მთავრობას და არალეგიტიმურად გამოაცხადებს მას, შესაბამისად ცნობს შექმნილ ე.წ. ტექნიკური მთავრობის ლეგიტიმურობას.
„თბილისი 24“-ის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სრულად ინფორმირებულია აღნიშნული გეგმის შესახებ და ატარებს ყველა ზომებს პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად.
ინფორმაციას რევოლუციის აქტიურ ფაზაში გადასვლის შესახებ ფლობას ასევე საქართველოს პრემიერ მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ