აქციის მონაწილე აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს

ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც აქციის მონაწილეები არიან შეკრებილები, ერთ-ერთი მოქალაქე შეუძლოდ გახდა, მას პირველად სამედიცინო დახმარებას ამ წუთებში მოქალაქეები უწევენ.
მამაკაცის განცხადებით, მას ე.წ. წიწაკის სპრეი სამართალდამცველმა შეასხა.
ამასთან, აქციის მონაწილეების განცხადებით, შეხლა-შემოხლის დროს სამართალდამცველები ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.
ცოტა ხნის წინ ჭიჭინაძის ქუჩაზე სამართალდამცველებს და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა იყო. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიცია გზის გათავისუფლებას შეეცადა. აქციის მონაწილეებმა პოლიციის მისამართით ბოთლები ისროლეს.