აქციის მონაწილეთა ნაწილი თბილისის მერიასთან მივიდა

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ დედაქალაქის მასშტაბით მიმდინარე აქციების მონაწილეების ნაწილი მსვლელობით თბილისის მერიასთან მივიდა.
მთავარი მიზეზი, რის გამოც პროტესტის მონაწილეები კახა კალაძის უწყებასთან მივიდნენ, დღეს მომხდარი ფაქტია, როდესაც კალაძემ ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.
დემონსტრანტების თქმით, მერიასთან მისვლით კახა კალაძისთვის იმის თქმა სურთ, რომ „ზრდილობა ისწავლოს“.
ამ დროისთვის ჟიული შარტავას ქუჩაზე, სადაც მერიის შენობა მდებარეობს, ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ