აქციის მონაწილეებმა შეძახილებით „არა რუსულ კანონს“ ბათუმის მთავარი შესავლელი გადაკეტეს

„არა რუსულ კანონს“ – ამ შეძახილებით ს მთავარი შესავლელი აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს. სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია.
აქციის მონაწილეების თქმით, “ქართული ოცნება” ვალდებულია, რომ ხალხის ხმა გაიგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტი უფრო მასშტაბური იქნება.
აქციაზე ისმის საქართველოს ჰიმნი.
ბათუმის მთავარ შესასვლელთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეებმა უნივერსიტეტიდან, ბათუმის მთავარ შესასვლელამდე აქცია-მსვლელობა მოაწყვეს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ.