აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს.
პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები 326 დღეა მიმდინარეობს. ისინი ითხოვენ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და პროტესტის პერიოდში დაკავებულების გათავისუფლებას.
შეგახსენეთ, გუშინ, 18 ოქტომბერს, აქციის მონაწილეებმა რუსთაველი გარკვეული პერიოდით გადაკეტეს.
შეგახსენებთ, 16 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა კანონი, რომლის თანახმად, შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები კიდევ უფრო მეტად გამკაცრდა. კანონმდებლობაში ცვლილებების თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან მომწამვლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი აქციის ორგანიზატორია – ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.




