აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს

საქართველოს პარლამენტთან, რუსთაველის გამზირზე მყოფმა აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
პროტესტის მონაწილეებს ადგილზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშები აქვთ მიტანილი. ისინი სკანდირებენ – „საქართველო”.
ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
ცნობისთვის, დღეს უწყვეტი აქციის 137-ე დღეა. აქციის მონაწილეების მოთხოვნები კვლავ უცვლელია – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ მიმდინარე აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს