აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას პროტესტის ნიშნად წრე შემოარტყეს.
მას შემდეგ, რაც პოლიციამ მოქალაქეებს გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცა, დემონსტრანტებმა პარლამენტის გარშემო მსვლელობის გადაწყვეტილება მიიღეს.
„ბოლომდე, ბოლომდე“, „ძირს რუსული რეჟიმი, ძირს დიქტატურა“, – სკანდირებენ ისინი.
პარლამენტთან დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალები არიან მობილიზებულები.




