აქციის მონაწილეებმა “ევროპის მარში” რესპუბლიკის მოედნიდანაც დაიწყეს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის გასაპროტესტებლად შეკრებილი მოქალაქეები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით ევროპის მოედნისკენ მიემართებიან.
აქციის მონაწილეები „არა რუსულ კანონს“, „საქართველოს გაუმარჯოს“ სკანდირებენ. „ევროპის მარში – ევროპის კვირაში” – ასე ჰქვია აღნიშნულ მსვლელობას, რომელსაც მოქალაქეები თბილისის 4 სხვადასხვა ადგილიდან შეუერთდებიან.
„კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“- ეს არის დემონსტრანტების მთავარი ლოზუნგი.
რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეზღუდულია.
ცნობისთვის, უკვე დაიძრა მარში მეტროსადგურ “300 არაგველიდანაც”.