აქციის მონაწილეები უზენაესი სასამართლოს შემდეგ მსვლელობით ოცნების ოფისთან მიდიან

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები უზენაესი სასამართლოს შემდეგ მსვლელობით ქართული ოცნების ოფისთან მიდიან.
ოცნების ოფისის შემდეგ ისინი მსვლელობას სიმბოლურად ევროპის მოედანზე დაასრულებენ.
უზენაესი სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე მცირე ინციდენტი მოხდა – ახალგაზრდებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთმა პირმა, რომელიც, როგორც პროტესტის მონაწილეები ამბობენ, სუს-ის მიერ მიგზავნილი პროვოკატორი იყო. მოგვიანებით ეს პირი სამთავრობო მედიას ჩაეწერა.