რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა მოქალაქეებმა საპროტესტო მსვლელობა დაიწყეს.
მარშის მარშრუტი უცნობია და მსვლელობის ორგანიზატორები მიმართულებას სპონტანურად ადგენენ.
მსვლელობის დაწყების წინ მარშის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ საპროტესტო მსვლელობა ოპოზიციონერ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ეძღვნება, რომელმაც საპატიმრო დაწესებულება დღეს დატოვა და ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა.
“საქართველო ადექი, აჯანყდი”, “ბოლომდე, ბოლომდე”, – სკანდირებენ აქციის მონაწილეები მსვლელობის პროცესში.




