რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტის მონაწილეები მსვლელობას მართავენ.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „მოგვწამლეს, მოგვწამლეს!“ და „ცეცხლი ოლიგარქიას!“.
აღსანიშნავია, რომ აქცია-მსვლელობას პოლიციის თანამშრომლები არ მიჰყვებიან. სამართალდამცველებს არც გზები აქვთ გადაკეტილი, შესაბამისად, მსვლელობის მონაწილეები თავისუფლად გადაადგილდებიან.
ამ ეტაპზე უცნობია, რა მიმართულებით გააგრძელებენ ისინი მოძრაობას, თუმცა საბოლოოდ კვლავ პარლამენტთან დაბრუნდებიან.




