აქციის მონაწილეები, რომლებიც პარლამენტთან ე.წ. რუსულ კანონს აპროტესტებდნენ მსვლელობით პრეზიდენტის სასახლისკენ მიემართებიან

ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ არიან შეკრებილები მსვლელობით პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან.
თუ სად წავლენ აღნიშნული ლოკაციის შემდეგ, ჯერ უცნობია. ისინი გეგმას აქციის მონაწილეებს გზადაგზა შეატყობინებენ.
ორგანიზატორების თქმით, შესაძლოა იყოს გარკვეული სახის პროვოკაციები. ისინი აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, რომ მსგავს პროვოკაციას არ აჰყვნენ.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაუკავშირდნენ და შესაძლოა, მათთან შესახვედრად გამოვიდეს.
რუსთაველის გამზირი ამ წუთებში გადაკეტილია.

ასევე დაგაინტერესებთ