აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტთან დაბრუნდნენ – რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია

სტუდენტებმა, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ, “ქართული ოცნების” ოფისიის ტერიტორიიდან კვლავ პარლამენტთან გადაინაცვლეს.
ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია, შეზღუდულია სატრანსპორტო მოძრაობა.
ახალგაზრდებს მანამდე მტკვრის მარჯვენა სანაპირო ჰქონდათ გადაკეტილი.
სტუდენტები თავდაპირველად თსუ-სთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს. მათ აქცია “ქართული ოცნების” ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზეც გამართეს, სადაც პოლიციელების კორიდორი დახვდათ და უშუალოდ ოფისთან მისვლა ვერ შეძლეს.

ასევე დაგაინტერესებთ