რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტი გრძელდება.
ბოლო 1 კვირაა, რაც აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირის გადაკეტვის შესაძლებლობა არ ეძლევათ. აქციის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობებს აწყობენ.
დღეს, პროტესტის მონაწილეები ორ ნაწილად გაიყვნენ. ნაწილს საქართველოს დროშა აქვს გაშლილი და მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით მსვლელობით. მიდის, მეორე ნაწილი კი ევროკავშირის დროშით თავისუფლების მოედნის მხარეს მიემართება.
სავარაუდოდ, ორი მსვლელობა საბოლოოდ გაერთიანდება.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილთა მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის ფარგლებში დაკავებული პირები.




