აქციის მონაწილეები მთავრობის კანცელარიის მიმართულებით მსვლელობას იწყებენ

პარლამენტის წინ მიმდინარე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს ერთი საათი მისცეს რუსული კანონის უკან გასაწვევად.
ულტიმატუმის დროის ამოწურვის შემდეგ აქციის მონაწილეები მთავრობის კანცელარიის შენობისკენ დაიძრნენ, სადაც მოითხოვენ, პრემიერმინისტრი ირაკლი გამოვიდეს და აქციის მონაწილეებს გაესაუბროს.