აქციის მონაწილეების ნაწილმა რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძეზე გადაინაცვლა – ისინი ვაკის პარკის მიმართულებით მსვლელობას აწყობენ

აქციის მონაწილეების ნაწილმა რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ გადაინაცვლა. ისინი საავტომობილო გზაზე, ვაკის პარკის მიმართულებით, მსვლელობას აწყობენ.
მათ დაკავებული აქვთ საავტომობილო გზის ნაწილი.
„პროტესტის ფორმაა, მსვლელობაა. ჩვენ არამარტო დაგვშალეს, არამედ ხაფანგი ჰქონდათ მოწყობილი, არ გვიშვებდნენ თსუ-სთან. ავედით ვერაზე, ქუჩებით ვიარეთ და ჩამოვედით ჭავჭავაძეზე. მსვლელობაა, მსვლელობაც პროტესტია. ასეთი ფორმით ვაპროტესტებთ“, – განაცხადა კოალიცია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, რომელიც აქციის მომიტინგეებთან ერთად ჭავჭავაძის გამზირზე იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: როგორ შეიძლება, 20 წლის ბიჭი რომ ხარ და 25 წლის ბიჭი, იგივე აზრზე დარჩე, რის გამოც შენ თითქოს პატრიოტი გახდი, რის გამოც რაღაც ღირებულებები გინდოდა შეგექმნა და ამისთვის დაგეცვა შენი პოზიციები, ეს ყველაფერი გაფერმკლდალდა, გადაიხაზა და აღარაფერი აღარ არსებობს და ვიღას ეწინააღმდეგები?