აქციის მონაწილეების განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიას არ დატოვებენ, ვიდრე თეატრალური უნივერსიტეტის რექტორს გიორგი შალუტაშვილს არ შეხვდებიან ან ეთერს არ დაუთმობენ სტუდენტებს

აქციის მონაწილეებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან კვლავ რჩებიან. ისინი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შალუტაშვილის გამოსვლას ელოდებიან, რომელიც პირდაპირ ეთერში იმყოფებოდა.
აქციის მონაწილეების თქმით, შალუტაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, რომელშიც სტუდენტები არ მონაწილეობდნენ, „ტყუილები ილაპარაკა“ და ახლა მასთან პირისპირ სურთ საუბარი.
ცოტა ხნის წინ სტუდენტებმა მაკა ვასაძესაც დაურეკეს, რომელიც შალუტაშვილთან ერთად იჯდა ეთერში. სტუდენტებმა ვასაძეს უთხრეს, რომ ყველა შესასვლელთან იმყოფებიან აქციის მონაწილეები და არ წავლენ, სანამ გიორგი შალუტაშვილი მათ არ გაესაუბრება ან ეთერს არ დაუთმობენ სტუდენტებს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის უკან, სადაც აქციის მონაწილეთა ნაწილი იმყოფება, ცოტა ხნის წინ პოლიციაც გამოჩნდა. სამართალდამცველებმა ტერიტორია შეათვალიერეს და ადგილი მალევე დატოვეს.