აქციის გამო რუსთაველზე მოძრაობა აიკრძალა – მერია ავრცელებს ალტერნატიული მარშრუტის გეგმას

რუსთაველის გამზირი საპროტესტო აქციის გამო გადაკეტილია. თბილისის მერიის ინფორმაციით, ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია რესპუბლიკის მოედნიდან (ზეთისხილის ხიდან) თავისუფლების მოედნის ჩათვლით. გადაადგილება შეზღუდულია კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებითაც.
მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო გზის ამ მონაკვეთზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ალტერნატიულ მარშრუტს ავრცელებს:
ავტობუსები – N301, N309, N310, N337 და N345 ბარათაშვილის ხიდიდან მარჯვნივ მოხვევით დაუკავშირდებიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ს ქუჩის გავლით გადაინაცვლებენ თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზისკენ, შემდეგ კი მგზავრთა მომსახურებას დადგენილი სქემით განახორციელებენ. აღნიშნული ავტობუსები უკუმიმართულებით მოძრაობისას, ისარგებლებენ იმავე გზასავალით, ხოლო პუშკინის ქუჩის დასაწყისთან მოხვევის შემდეგ, გადაადგილდებიან დადგენილი სქემით;