აქციის – „არა რუსულ კანონს“ მონაწილეები მსვლელობით უზენაეს სასამართლოსთან მივიდნენ

აქციის – „არა რუსულ კანონს“ მონაწილეები მსვლელობით უზენაეს სასამართლოსთან მივიდნენ.
აქციის მონაწილეები საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან სკანდირებენ: “მონებო”. “მონებო”.
“ყველამ ვიცით, რომ ერთ-ერთი წინაღობა, რის გამოც ევროკავშირში ვერ შევდივართ სასამართლო სისტემაა. ის არ უნდა ემსახურებოდეს ოლიგარქს!,- აღნიშნავენ აქციის მონაწილეები.
ამასთან, მათ სოლიდარობა გამოუცხადეს გასული წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “ლაზარე”, “ლაზარე”
ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა 17 აპრილს მიღო, რომელსაც ხმაურიანი საკომიტეტო და სასესიო განხილვები უძღოდა.ს

ასევე დაგაინტერესებთ