აქცია ფოთში – პორტამდე მისასვლელი გზა დაკეტილია

ფოთში, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მოქალაქეებმა ს პორტამდე მისასვლელი, ერთ – ერთი გზა – გაფორმების ეკონომიკურ ზონამდე მონაკვეთი გადაკეტეს.
დემონსტრანტები „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ხელისუფლებამ საქართველოს ევროკავშირთან „ინტეგრაცია შეაფერხა და ამით, დაუპირისპირდა“ ქართველი ხალხის ისტორიულ მონაპოვარს.
შეგახსენებთ, მეოთხე დღეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება.
ხელისუფლებას ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების შეჩერებაზე გადაწყვეტილების შეცვლას სთხოვს “ახალგაზრდა ადვოკატები”.
საზოგადოებას და პროფესიულ ჯგუფებს მობილიზება და ხალხის გვერდით დგომა სთხოვეს მეღვინეებმა. მათი შეფასებით, “საქართველოს თვითმარქვია ხელისუფლება გავიდა ყველანაირი კონსტიტუციური ფარგლებიდან” და ახლა მხოლოდ ქუჩაში დგომის დროა.
სპექტაკლები გააუქმეს ან გადადეს თეატრებმა. ქართული ფილმების ჩვენება გააუქმა თბილისის კონოფესტივალმა.
მთავრობას კონსტიტუციის დაცვისკენ მოუწოდებს საქართველოს შშმ პირთა ქსელი. მათი მოთხოვნაა საქართველო დაბრუნება ევროპულ ორბიტაზე, არა შორეულ და გაურკვეველ მომავალში, არამედ უმოკლეს ვადებში, რადგან ევროპული მომავალი და ქვეყნის განვითარება პირდაპირ უკავშირდება შშმ პირთა კეთილდღეობას.