აქცია ორ ადგილას გრძელდება – მთავრობის ადმინისტრაციასთან და პარლამენტთან

მე-7 საათია, ცენტრალურ თბილისში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მშვიდობიანი დემონსტრაცია გრძელდება.
ე.წ. აგენტების კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო.
კანონის წინააღმდეგ აქცია თბილისში 19:00 საათზე დაიწყო.
აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას 22:30 საათამდე მისცეს ვადა კანონპროექტის უკან გასაწვევას.
მოგვიანებით, დაახლოებით 23:00 საათისთვის დემონსტრაციის ნაწილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა.
პოლიტიკურმა ლიდერებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი სთან შეხვედრა მოითხოვეს. კობახიძე მათ არ შეხვედრია.
ამჟამად, 18 აპრილის 02:00 საათისთვის დემონსტრაცია ორ ადგილას გრძელდება – პარლამენტთანაც და მთავრობის ადმინისტრაციასთანაც.
დემონსტრაციის ლიდერები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ჯერჯერობით სამოქმედო გეგმებზე არ საუბრობენ.
აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს – -ის თანახმად, „პროტესტის გამომხატველთა მხრიდან არაერთხელ განხორციელდა ძალადობრივი ქმედებები“.
პოლიციის ცნობითვე, ერთ-ერთ დაკავებულს „ცივი იარაღი აღმოაჩნდა“.
მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია იმართება, დაახლოებით 00:00 საათისთვის პოლიციამ ოპოზიციონერი დეპუტატი ავტომანქანით გაიყვანა.
ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ სვამენ ძალის გამოყენებით პოლიტიკოსს მანქანაში, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა.
მანამდე რამდენიმე წუთით ადრე, ალეკო ელისაშვილი პრემიერ-მინისტრ სთან შეხვედრას ითხოვდა და პოლიციასთან დაპირისპირება მოუხდა.
მთავრობის ადმინისტრაციასთან დემონსტრანტები პროსახელისუფლებო ტელევიზია „პოსტივის“ გადამღებ ჯგუფს სიტყვიერად დაუპირისპირდა – პოლიციის ჩარევის შემდეგ ინციდენტი რამდენიმე წუთში ამოიწურა.
საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება და შეკრებილებს მიმართავს, რომ „პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა“.
„ხალხმა სიმშვიდისა და შემართების მაგალითი ყველას მოგვცა! დღეს არ თავდება ეს პროტესტი“, – დაწერა პრეზიდენტმა ფეისბუკზე.
2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.
„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში.
ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან “უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით” ჩაანაცვლა.
სხვა ყველაფერი უცვლელია.
საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია.