“აქციაზე მიდიოდა, ავარიაში მოყვა და გარდაიცვალა” – ჯიპიაი ჰოლდინგი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

ცნობილი ხდება, რომ ის აქციაზე მიდიოდა, რა დროსაც ავარიაში მოყვა და გარდაიცვალა.

ამ ამბავს ჯიპიაი ჰოლდინგი გამოეხმაურა, როგორც აღმოჩნდა ქალბატონი მათი თანამშრომელი იყო:

დიდი მწუხარებით ვიუწყებით, რომ დღეს, გამთენიისას, ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი კოლეგა. ახალგაზრდა ქალი საპროტესტო აქციაზე მიდიოდა, როდესაც ავტოავარიაში მოყვა.

ავტომობილში იმყოფებოდა ჩვენი კოლეგის დედაც, რომელიც მრავლობითი მოტეხილობებით იმყოფება ამჟამად კლინიკაში და მის გადასარჩენად ექიმები იბრძვიან.

ჩვენთვის უდიდესი ტკივილია იმის გაცნობიერება, რომ მიმდინარე მოვლენები ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასს, სიცოცხლეს ემუქრება. ვუსამძიმრებთ და გვერდში ვუდგავართ ჩვენი კოლეგის შვილებს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

ამ ეტაპზე, დამატებით დეტალებს ოჯახის თანხმობის გარეშე ვერ გავავრცელებთ.

ასევე დაგაინტერესებთ

ამ სიჩუმის ფონზე, რაც გენოციდის ფარული მხარდაჭერის ტოლფასია, ცინიკურად გამოიყურება 17 მარტს ბრიუსელში დანიშნულ სამიტზე სირიელი ტერორისტების საგარეო საქმეთა მინისტრ ასად ალ-შიბანის მონაწილეობა

ოპოზიცია ძალიან რთულ ვითარებაშია, საბაბებს ეძებენ, თავიდან აიცილონ არჩევნებში მონაწილეობა, ვინაიდან იციან, რომ მათი რეიტინგი კიდევ უფრო მკვეთრად და დრამატულად შემცირებულია, ვიდრე იყო საპარლამენტო არჩევნების დროს