აქციაზე იოსებ ბაბაევი სცემეს

მთავარი არხის ინფორმაციით, ანტისაოკუპაციო რესტო ბარის მფლობელი და აქტივისტი, იოსებ ბაბაევი თბილისში საპროტესტო აქციაზე დაიჭირეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ბაბაევს სახის არეში სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება და ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი.