აქციაზე აშშ-ის მოქალაქე, იურისტი ტედ ჯონასი დააკავეს

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ამერიკელი იურისტი ტედ ჯონასი დააკავეს.
როგორც ცნობილია, მასზე პოლიციამ ფიზიკურად იძალადა – აქვს დაზიანებები სხეულზე, მათ შორის სახის არეში.
ჯონასი ამერიკის მოქალაქეა, რომელიც საქართველოში ცხოვრობს.
ფორმულა ტედ ჯონასის დაკავებასთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს არკვევს.
პოლიცია რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიან აქციას არბევს- იყენებენ წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის, ცრემლსადენ გაზს. პოლიცია ძალადობს მოქალაქეებზე.