აქტიურად ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად დაიხვეწოს საჯარო შესყიდვების და ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარჯეფექტიანობის, ხარისხის ზედამხედველობის პრაქტიკა

აქტიურად ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად დაიხვეწოს საჯარო შესყიდვების და ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარჯეფექტიანობის, ხარისხის ზედამხედველობის პრაქტიკა
აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაიხვეწოს საჯარო შესყიდვების პრაქტიკა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ამ თვალსაზრისით მთავრობა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს და მათ შორის ერთ-ერთი პროექტების სტანდარტიზაციის პრაქტიკა იქნება.
„აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაიხვეწოს საჯარო შესყიდვების პრაქტიკა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარჯეფექტიანობის, ხარისხის ზედამხედველობის პრაქტიკა. ამ კუთხითაც, ძალიან კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული. მათ შორის, ერთ-ერთი რაც უკვე ნაწილობრივ ვახსენე, არის პროექტების სტანდარტიზაციის პრაქტიკის დანერგვა, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის მასშტაბით განსავითარებელ ინფრასტრუქტურას. ეს შეიძლება იყოს სკოლები, საბავშვო ბაღები, მულტიფუნქციური სპორტული ცენტრები და ა.შ. სტანდარტიზციის პრაქტიკის შემოღება, მათ შორის, პროექტირების ხარჯებს შეამცირებს, ასევე უზრუნველყოფს კორუფციის შემცირებას, რისკების დაზღვევას, გაიზრდება სამუშაოების შესრულების ხარისხი. გარდა ამისა, გაძლიერდება კონტროლის სისტემა, ამისთვის იქნება უზრუნველყოფილი რამდენიმე სამსახურის კოორდინაცია, პირველ რიგში ჩვენ დავეყრდნობით სუს-ს, ანტიკორუფციულ სამსახურს, ძალიან მნიშვნელოვანია კოორდინაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, იმუშავებს აქტიურად მთავრობის ადმინისტრაცია, გავაძლიერეთ მთავრობის ადმინისტრაციაში ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც მათ შორის, ამ საკითხებით იქნება დაკავებული. ძალიან მნიშვნელოვანია პროკურატურის, -ს როლი, ყველა შესაბამისი უწყება იქნება ჩართული იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავაზღვიოთ კორუფციის რისკებისგან ჩვენი სახელმწიფო,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

აგენტურული ტელევიზიები კორუფციაში ბრალს სდებენ მათ, ვინც ყველაზე მეტად ებრძვის კორუფციას. ბედავენ შანტაჟსაც კი, თუ ისინი არ „დალაგდებიან“ მათთან. ყველას მოვუწოდებ, ნუ დაექვემდებარებიან ნურავის შანტაჟს

არასწორმა ადამიანებმა, უცხოელებმა, ქართველებმა მიიჩნიეს, რომ გარე რყევების საფუძველზე სახელმწიფო იყო დასუსტებული და შეიძლებოდა დაპირისპირებოდნენ, დღეს გვაქვს სრულიად ახალი რეალობა, არასდროს დავუშვებთ თვითნებობას და ძალადობას სახელმწიფოს წინააღმდეგ