აქტივისტ რევაზ კიკნაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, აქტივისტ რევაზ კიკნაძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობისა დაა მონაწილეობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ადვოკატის განცხადებით, პოლიციელები აქტივისტს აიძულებდნენ, ცრუ ჩვენება მიეცა.
„ლისზე აიყვანეს და იქ იძალადეს მასზე. პოლიციელები ეუბნებოდნენ, რომ ახლა ტრაქტორს მოვიყვანთ, ამოვთხრით და დაგმარხავთ აქ. ყველაფერი თქვი, დაასახელე ადამიანები. ვიცით, რომ ყოველდღე 500 ლარს გიხდიდნენ. ეს ყველაფერი უნიღბო პოლიციელებმა ჩაიდინეს და მათი იდენტიფიცირება მას შეუძლია“, – განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ აქტივისტი, რევაზ კიკნაძე უკვე მესამე დღეა შიმშილობს, მას დღეს სხდომათა დარბაზში სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი