პატიმრობაში მყოფი აქტივისტის, ნინო დათაშვილის მხარდასაჭერი აქციის მონაწილეებმა „თავისუფლების მოედნიდან“ რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლეს და პარლამენტთან შეკრებილებს შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეები მსვლელობისას სკანდირებდნენ – „ბოლომდე, ბოლომდე!”
ნინო დათაშვილის მხარდასაჭერი აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გადანაცვლებამდე წმინდა გიორგის მონუმენტს ცოცხალი ჯაჭვით წრე შემოარტყეს.
რუსთაველის გამზირზე გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობა, სადაც მოქალაქეები უკვე 240-დღეზე მეტია იკრიბებიან. მათი მთავარი მოთხოვნაა – აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.
