აქტივისტ დოდი ხარხელის სახლში პოლიციაა მობილიზებული

ციფრული მარკეტინგის სპეციალისტისა და აქტივისტის, დოდი ხარხელის სახლში პოლიციაა მობილიზებული.
ამ დროისთვის, არაა დაზუსტებული, რა სახის საპოლიციო მოქმედებები მიმდინარეობს მის სახლში.
როგორც ადგილზე მობილიზებული მოქალაქეები აღნიშნავენ, სამართალდამცავებმა დოდი ხარხელი სახლში ცოტა ხნის წინ შეიყვანეს.
ადგილზე, მოქალაქეები ხარხელის სახლთან მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ.
„სამარცხვინოები ხართ, მონები ხართ“, – მიმართავენ მოქალაქეები პოლიციას.
სახლთან საპოლიციო ძალების მობილიზების შესახებ თავდაპირველად, დოდი ხარხელის მეუღლემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.