აქტივისტს, რომელსაც „იმედის“ ჟურნალისტისთვის ხელის შეშლას ედავებიან, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

აქტივისტს, თამუნა კირტავას, რომელსაც „იმედის“ ჟურნალისტისთვის ხელის შეშლას ედავებიან, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.
თამუნა კირტავა ბრალის გასაცნობად პროკურატურაში დღეს, 23 ოქტომბერს, იმყოფებოდა.
როგორც თამუნა კირტავამ ნეტგაზეთს უთხრა, ახლა ის და მისი ადვოკატი პროკურატურისგან ვიდეომტკიცებულებების წარდგენას და სასამართლო პროცესის დანიშვნას ელოდებიან.
5 ოქტომბერს უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო „მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 4 ოქტომბერს, თბილისში, ათონელის ქუჩაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა წიწაკის სპრეის შესხმისა და ფიზიკური ხელშეშლის გზით ხელი უკანონოდ შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ,,საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფებს“.
ფოტო: MOSE