აქტივისტი ნინო დათაშვილი სისხლის სამართლის წესით დააკავეს – მას საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმაში სდებს ბრალს

აქტივისტი ნინო დათაშვილი სისხლის სამართლის წესით დააკავეს – მას საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმაში სდებს ბრალს
 “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1982 წელს დაბადებული ნ.დ., სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული არ დაემორჩილა მანდატურის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ნ.დ. დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს” | ვკითხულობთ განცხადებაში.
ცნობისთვის, შემთხვევა თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მოხდა. სასამართლოს ბადრაგებმა დერეფანში შეკრებილი მოქალაქეების გარეთ გაყვანა ძალის გამოყენებით დაიწყეს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ მიათრევენ ბადრაგები ნონო დათაშვილსაც.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე დარახველიძე – ბოლო 7 თვეში, ნარკოდანაშაულისთვის, ჯამში, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 5000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 2000-მდე ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა – გისურვებთ, რომ მომავალმა წელმა მოიტანოს მშვიდობა, კეთილდღეობა და ევროპული მომავლის რწმენა – ჩვენ გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის