აქტივისტების თქმით, გემს, რომელიც ღაზაში გამგზავრებას გეგმავდა დრონებით დაესხნენ თავს

აქტივისტები, რომლებიც ღაზაში გამგზავრებას გეგმავდნენ, აცხადებენ, რომ მათ გემს მალტის სანაპიროსთან, საერთაშორისო წყლებში დრონებით დაესხნენ თავს. ისინი თავდასხმაში ისრაელს ადანაშაულებენ.
„თავისუფლების ფლოტილიის კოალიციამ“ განაცხადა, რომ მისი გემი პარასკევს დილით დაიბომბა და თავდასხმისთანავე SOS სიგნალი გაუშვა.
BBC წერს რომ გაეცნო განგაშის სიგნალის ჩანაწერს, რომელიც ახლომდებარე ნავთობის ტანკერის ეკიპაჟის წევრმა ჩაწერა. ჩანაწერში ისმის გემის კაპიტნის ხმა, რომელიც დრონებით თავდასხმებზე და გემზე გაჩენილ ხანძარზე ლაპარაკობს.
მალტის მთავრობამ განაცხადა, რომ გემზე მყოფი ყველა პირი უვნებელია რომ გემზე ხანძარი „კონტროლს დაექვემდებარა“.
თავისუფლების ფლოტილის კოალიციამ განაცხადა, რომ რამდენიმე პირი, მათ შორის მათ შორის კლიმატის აქტივისტი გრეტა თუნბერგი ღაზაში ჩასვლას გეგმავდნენ, რათა გაეპროტესტებინათ „ს უკანონო ალყა და ბლოკადა“.
ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ისინი თავდასხმის შესახებ ინფორმაციას იძიებენ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სპეკულაცია, რომელიც ოპოზიციამ, მედიამ და „ენჯეოებმა“ აშშ-ის საელჩოს განცხადებას მოაყოლეს, კარგი ილუსტრაციაა, როგორ შექმნა უცხოურმა დაფინანსებამ ჰიბრიდული ომის უკონტროლო მონსტრი

ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე – გაშლილი ხელი დამარტყა სახის მარჯვენა არეში, საკმაოდ ძლიერი იყო, მე განვიცადე ტკივილი – ჩემმა რამდენიმე თანამშრომელმა აღნიშნა, „ყური წითელი გაქვს, ლოყა წითელი გაქვს“, სარკეში ჩავიხედე და მქონდა სიწითლე