,, აქოთებულია კონკრეტული მედიასვრცე ამ სისხლმოწყურებულთა ინტერპრეტაციებით!“ – ვოლსკი ამბობს, რომ ირონია ვერ გაუგეს

,,ქართული ოცნების” წევრი, გია ვოლკსი წერს, რომ ჟურნალისტებმა მისი სიტყვების ინტერპრეტაცია მოახდინეს:
,,ეს უბადრუკები ცდილობენ ჩემი მწარე ირონიით ნათქვამი პასუხი ამ ალოგიკურ შეკითხვაზე – “ანუ ვიღაცამ თორნიკეს მაგივრად იქვე დაწერა წერილიო” – ისე წარმოაჩინონ თითქოს წერილის არსებობა დავაყენე ეჭვქვეშ…
მიმდინარეობს გამოძიება, ექსპერტიზა იტყვის კომპეტენტურ პასუხს!!
და ზოგადად, აქოთებულია კონკრეტული მედიასვრცე ამ სისხლმოწყურებულთა ინტერპრეტაციებით!“