“აფხაზური ოპოზიცია რესპუბლიკის საქართველოს შემადგენლობაში დასაბრუნებლად ემზადება”- “РИА-ს” კოლუმნისტი

რუსულმა სამთავრობო მედიამ “РИА-მ” გამოაქვეყნა საავტორო მოსაზრება სათაურით “აფხაზური ოპოზიცია რესპუბლიკის საქართველოს შემადგენლობაში დასაბრუნებლად ემზადება”, რომლის ავტორიც ირინა ალკსნისი, რუსი და საბჭოთა პოლიტიკოსის ვიქტორ ალკსნისის შვილია.
ალკსნისი წერს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, “მსოფლიომ იხილა პოლიტიკური მოძრაობებისა და არეულობის მრავალი მაგალითი, რომლებიც ეფუძნებოდა იდეებსა და წარმოდგენებს, რომლებიც იყო გულწრფელად სულელური, ან თუნდაც უბრალოდ სუიციდური კონკრეტული ქვეყნისთვის.” ერთ-ერთ ასეთ მაგალითად, ავტორს მოჰყავს. მისი თქმით, აფხაზურმა ოპოზიციამ, “უდავოდ, დაარღვია ყველა შესაძლო ანტირეკორდი და არის სახელმწიფო-პოლიტიკური დარვინის პრემიის მთავარი პრეტენდენტი, თუკი ასეთი რამ იარსებებდა.”
” პაწაწინა ქვეყანა – , ორ სხვა ქვეყანას შორისაა მოქცეული. მას 30 წელზე მეტი ხნის წინ ჰქონდა დამოუკიდებლობის ომი ერთ-ერთ მათგანთან – საქართველოსთან, რომელიც დღემდე ოცნებობს დაკარგული ტერიტორიის საკუთარ შემადგენლობაში დაბრუნებაზე. კიდევ ერთი მეზობელი – , მთელი ამ წლების განმავლობაში აფხაზეთს სრულმასშტაბიან მფარველობას უწევს ყველა სფეროში: უსაფრთხოებიდან დაწყებული ეკონომიკით დამთავრებული. ორ ათწლეულზე მეტია, მოსკოვის პირდაპირი ფინანსური დახმარება აფხაზეთისთვის დაახლოებით 110 მილიარდ რუბლს შეადგენდა – ეს არ ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ აფხაზეთის ეკონომიკა ფულს სწორედ რუსეთისგან იღებს. აფხაზეთის ერთადერთი კავშირი დანარჩენ სამყაროსთან რუსეთზე გადის. არის, რა თქმა უნდა, ზღვაც, მაგრამ რესპუბლიკისთვის, რომელიც თითქმის არავის მიერ არ არის აღიარებული, ეს არ არის გამოსავალი,”- წერს ალკსნისი.
რუსი ავტორი წერს, რომ მოსკოვი არის “აფხაზეთის არსებობის გარანტი, რადგან მას უბრალოდ არ გააჩნია დამოუკიდებლად ფუნქციონირების რესურსი.”
“30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რუსეთი იცავდა აფხაზეთს, ამარაგებდა, აფინანსებდა და აძლევდა შესაძლებლობას, მისი დახმარებით ეშოვა ფული. ამავდროულად, იგი თანაუგრძნობდა აფხაზი ხალხის ეროვნულ სიამაყეს და დამოუკიდებლობის სურვილს,” – წერს კოლუმნისტი.
ალკსნისის თქმით, “მოსკოვს მოჰბეზრდა ეს მდგომარეობა და თავის ჩვეულ – თავისუფალ, მაგრამ თანმიმდევრულ რეჟიმში, აფხაზეთთან ურთიერთობას უფრო დაბალანსებული ხასიათი მიანიჭა, როგორც სერგეი ლავროვმა განაცხადა, “ვალდებულებათა ბალანსი რომ შენარჩუნებულიყო.” მისი თქმით, ერთ-ერთი ასეთი ვალდებულება სწორედ “რუსული ინვესტიციების შესახებ შეთანხმებაა, რომლის რატიფიცირებაც გახდა სოხუმში დღევანდელი საპროტესტო აქციების მიზეზი.”
ირინა ალკსნისი აკრიტიკებს აფხაზურ ოპოზიციას რუსულ-აფხაზური “საინვესტიციო შეთანხმების” წინააღმდეგობის გამო.
“აფხაზური ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს შეთანხმება, ისევე როგორც სხვა ახალი ნაბიჯები, რესპუბლიკას სუვერენიტეტს წაართმევს და მიწებს რუსი ოლიგარქები იყიდიან. ამ არგუმენტების სიცრუის შესწავლას აზრი არ აქვს. საკმარისია აღინიშნოს, რომ სუვერენიტეტისთვის ყველა დამოუკიდებლად იბრძვის.
თუმცა, თუ აფხაზურ ოპოზიციას არ მოსწონს რუსეთის წინადადება, საქართველო რესპუბლიკას ხელგაშლილი ელოდება,” – წერს რუსი ავტორი.