აფხაზური მხარე: პეტერბურგი -სოხუმის ავიამიმოსვლა განიხილება

აფხაზეთი ს ავიახაზების წარმომადგენლებთან განიხილავს სოხუმის მიმართულებით ფრენების დაწყებას სანქტ-პეტერბურგიდან, — ამის შესახებ სააგენტო რია ნოვოსტი-ს ს დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა თეიმურაზ მიქვაბიამ განუცხადა.

„განხილვის ეტაპზეა კიდევ რამდენიმე ქალაქი — სანქტ-პეტერბურგი, ხანტი-მანსიის ავტონომიური ოკრუგი და რამდენიმე სხვა ქალაქი, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონები, მინერალურე წყლები და გროზნი“, — განაცხადა მიქვაბიამ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ზუსტი ვადების დასახელება ნაადრევია, თუმცა აფხაზეთის ხელისუფლება ზოგადად ელოდება მგზავრთნაკადის მნიშვნელოვან ზრდას სოხუმის აეროპორტში სეზონის ბოლომდე.

სოხუმის აეროპორტი 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ 2025 წლის პირველ მაისს გაიხსნა. აფხაზეთში პირველი რეისი კომპანია „ЮВТ аэро“-მ მოსკოვიდან შეასრულა. გასულ კვირას რუსეთის ავიაციის ფედერალურმა სააგენტომ (Росавиация) რუსულ ავიაკომპანიებს ახალი ნებართვები მიანიჭა ყაზანიდან, უფადან და ნალჩიკიდან აფხაზეთში პირდაპირი რეისების შესრულებისთვის.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ბიძინას ჩინურმა მარადონამ: ამდენი ხანია მტკიცებულება ვერ დადეს, რომ ჩემი მბრძანებელი რუსეთის კაციაო – რეჟიმის პროპაგანდა ერთი-ერთში იმეორებს რუსულ ნარატივებს – საითაც არ გაიხედავ და რაშიც არ ჩაიხედავ, ყველგან რუსეთია

რეზო კიკნაძე – დღეს საქართველო თვალჭრელიძეზე მდგარი ის შენობაა, საიდანაც ხალხი გამოასახლეს – იქ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ფორმიანი უსამართლობის დამცველი არაკაცები კი, რუსეთი, ნუ შევარჩენთ ამასაც – ახლა პროტესტმა იქ უნდა გადაინაცვლოს