აფხაზეთში სამხედრო ვერტმფრენი „მი-24“ ჩამოვარდა

ოკუპირებული ს გულრიფშის რაიონის სოფელ ვლადიმიროვკაში ე.წ. თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი „მი-24“ ტიპის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, – ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.
ზოგიერთი მედიასაშუალების ცნობით, ვერტმფრენმა „იძულებითი დაშვება განახორციელა“.
გავრცელებული ინფორმაციით, ეკიპაჟის სამივე წევრი ცოცხალია, საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევის ადგილზე ე.წ. „საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელი“ ლევ კვიცინია მივიდა. კატასტროფის გამომწვევი მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.

ასევე დაგაინტერესებთ