აფხაზეთში საბრძოლო წვრთნები მიმდინარეობს – მედია

აფხაზური მედიის ცნობით, “ს შეიარაღებული ძალების ნაწილებისა და ქვედანაყოფების 2025 წლის სასწავლო მომზადების გეგმის შესაბამისად, 7–18 ოქტომბრის პერიოდში ტარდება არტილერიის ნაწილების საველე წვრთნები საბრძოლო სროლით”
როგორც სწავლების ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ანდრეი ლიუბოვსკიმ განაცხადა: „სწავლების მიზანია ქვედანაყოფების საბრძოლო თანხმობისა და საველე მომზადების სრულყოფა იმისათვის, რომ შეძლონ სხვადასხვა ამოცანის შესრულება სხვადასხვა ტიპის ბრძოლაში. ასევე მეთაურების პრაქტიკული უნარების ამაღლება ქვედანაყოფების განთავსების უზრუნველყოფის, საბრძოლო მოქმედებების ორგანიზებისა და მათი საბრძოლო უზრუნველყოფის, არტილერიის ქვედანაყოფებისა და მათი ცეცხლის უწყვეტი მართვის, აგრეთვე საერთო სამხედრო ქვედანაყოფებთან ურთიერთქმედების ორგანიზებისა და შენარჩუნების მიმართულებით.“
საველე წვრთნებში, რომლებიც ტარდება საერთო-სამხედრო პოლიგონ „ცაბალში“, მედიის ცნობთვე, მონაწილეობენ აფხაზეთის შეიარაღებული ძალების არტილერიის ნაწილები და ქვედანაყოფები.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – ევროპარლამენტარებთან განვიხილეთ ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე სანქციების ამოქმედების აუცილებლობა – გარწმუნებთ, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა დიდ ბრიტანეთშიც

ამირან გამყრელიძე – არ შეიძლება მოსახლეობასა და სამედიცინო საზოგადოებასთან ამ ფორმით ურთიერთობა – გადაწყვეტილების მიმღებებს გთხოვთ, თავი შევიკავოთ მეტი ესკალაციისგან და მოვნახოთ ჩიხიდან გამოსავალი, ის ყოველთვის არსებობს