აფხაზეთში „ვარდნილჰესი 2“-ის იჯარით გაცემის შესახებ წინადადებები ე.წ. პარლამენტში შევიდა

აფხაზეთში „ვარდნილჰესი 2“-ის იჯარით გაცემის შესახებ წინადადებები ე.წ. პარლამენტში შევიდა.
ამის შესახებ ინფორმაცია აფხაზურ „ტელეგრამის არხზე“ ვრცელდება.
აფხაზური ტელეგრამ არხის ცნობით, ბრძანების ხელმოწერიდან 8 თვის შემდეგ ე.წ. მთავრობამ ე.წ. პარლამენტს მიმართა.
ს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო აფხაზეთის რესპუბლიკის „ელექტროენერგეტიკის კანონის“ მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, აგზავნის სამთავრობო ხელშეკრულების პროექტს „ვარდნილჰესი 2“-ის იჯარით გაცემის შესახებ. სახალხო კრების – აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის მიერ შეთანხმების დამტკიცების შემდეგ, ხელშეკრულება, აფხაზეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზაციის აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო კომიტეტს წარედგინება, რის შემდეგაც ხელშეკრულება ამოქმედდება“, – ნათქვამია აფხაზურ ტელეგრამის არხზე გავრცელებულ მიმართვაში.
გუშინ გავრცელდა ცნობები, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ჰიდროელექტროსადგურის იჯარით მიღების სურვილი რუსეთსაც აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა გოგოლაშვილი – რამდენ ადამიანს ჩამოართვა ტრამპმა ხელი ვატიკანში?! მაშინ გვითხრან, ყაველაშვილისთვის ხელის ჩამორთმევას რა „გარღვევა“ მოჰყვა, დავითაშვილის აშშ-ში შეხვედრა კი ტექნიკური იყო ანუ ერთმა მხარემ გააცნო მეორეს, რა შეხედულებები აქვს