აფხაზეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება.
მეორე ტური დე ფაქტო სახელისუფლებო წარმომადგენლის, ბადრა გუნბასა და მთავარ ოპოზიციონერ კანდიდატს, ადგურ არძინბას შორის იმართება.
პირველი ტური 15 თებერვალს გაიმართა. დე ფაქტო საარჩევნო კომისიის ცნობით, ბადრა გუნბამ ხმების დაახლოებით 46%, ადგურ არძინბამ კი 37% მოიპოვა. ხმების დანარჩენი წილი კი სხვა სამ კანდიდატს შორის გადანაწილდა.
დე ფაქტო არჩევნების გამართვამდე, ადგილობრივი ექსპერტები აცხადებდნენ, რომ მეორე ტურის შემთხვევაში, დიდი უპირატესობა ექნება ოპოზიციის კანდიდატს, რადგან დანარჩენი სამი კანდიდატის მხარდამჭერები სწორედ მას მისცემენ ხმას.
