აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა და ვიცეპრემიერმა, კრისტინა ოზგანმა Спутник Абхазия-სთან დაადასტურა, რომ ის ზუგდიდში ენგურჰესის წარმომადგენლებს შეხვდა. ე.წ. მინისტრის თქმით, აფხაზეთის ხელისუფლებამ ქართულ მხარეს აცნობა, რომ ვარდნილჰესების რეკონსტრუქციას აპირებენ.
გამოცემა წერს, რომ ენგურჰესის გენერალურმა დირექტორმა, ლევან მებონიამ აფხაზურ ტელეარხთან თქვა, რომ საქართველო ვარდნილჰესების აღდგენას არ აპირებს, რადგან არამომგებიან ინვესტიციად მიაჩნიათ. მისივე თქმით, 2015 წელს რეკონსტრუქციის პროექტი განიხილებოდა, მაგრამ მაშინ ოკუპირებულ რეგიონში ელექტროენერგიის გამოყენება თითქმის 2-ჯერ უფრო მცირე იყო.
კრისტინა ოზგანის ვიზიტმა უკმაყოფილება გამოიწვია აფხაზურ ოპოზიციურ ჯგუფებში. ომის ვეტერანების გაერთიანება „არუააში” გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ე.წ. მინისტრის ქმედება გააკრიტიკეს.
„როგორ გაბედეთ მოქმედმა პოლიტიკოსმა ჩასულიყავით მტრულ ქვეყანაში, ხალხისგან დამალულად და გეწარმოებინათ მოლაპარაკებები ჩვენი სახელით?” – წერია განცხადებაში.